დღეს ევროკავშირის ქვეყნებში არჩევნები სრულდება

დღეს ევროკავშირის ქვეყნებში არჩევნების ბოლო – მეოთხე დღეა. ხმის მიცემა 21 ქვეყანაში მიმდინარეობს, დანარჩენ ქვეყნებში არჩევნები გასული 3 დღის განმავლობაში ჩატარდა. ეს ქვეყნებია: ჩეხეთი, ირლანდია, მალტა, ნიდერლანდები და .
ხმის მიცემის პროცესი გუშინ დაიწყო და დღესაც გრძელდება ესტონეთსა და იტალიაში. უნგრეთში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა და მისმა მთავარმა კონკურენტმა, პიტერ მაგიარმა. ორბანმა ხმის მიცემის დროს თქვა, რომ მოსახლეობა არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის აკეთებს.
ევროპარლამენტის არჩევნები დღეს დასრულდება. ევროკავშირის მოქალაქეები 720 პარლამენტარს ირჩევენ, რომლებიც წევრ სახელმწიფოს წარმოადგენენ ქვეყნის მოსახლეობის პროპორციულად.