2023 წელს ყველაზე ხშირად მონახულებული ქალაქი სტამბოლია – Euromonitor

2023 წელს ყველაზე მონახულებული ქალაქი სტამბოლია, სადაც გასულ წელს 20 200 000 ადამიანი ჩავიდა. ათეულში მეორე თურქული ქალაქი – ანტალიაც მოხვდა. რეიტინგს Euromonitor-ზე დაყრდნობით, RankingRoyals აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ სტამბოლს 26%-იანი ზრდა აქვს 2020 წელთან შედარებით. მეორე ადგილზე ლონდონია (17%-იანი ზრდით), ხოლო დუბაი მესამეა (18%-იანი ზრდით).
გასულ წელთან შედარებით ჰონგ კონგმა (2,495%) და ბანგკოკმა (142%) საერთაშორისო ვიზიტების ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდათ, რადგან ისინი ერთ-ერთი ბოლო ქვეყნები იყვნენ, რომლებიც COVID-19 პანდემიის შემდეგ გაიხსნა.
2023 წელს ყველაზე მონახულებული ქალაქების ათეული ასეთია:
· სტამბოლი – 20 200 000 საერთაშორისო ვიზიტი;
· ლონდონი – 18 800 000;
· დუბაი – 16 800 000;
· ანტალია – 16 500 000;
· პარიზი – 15 500 000;
· ჰონგ კონგი – 14 700 000;
· ბანგკონგი – 12 200 000;
· ნიუ იორკი – 11 700 000;
· კანკუნი – 10 800 000;
· მექა – 10 800 00.