მაჰმუდ აბასი ისრაელის მიერ ღაზაში, მძევლების გათავისუფლების მიზნით ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას ითხოვს

პალესტინის ლიდერი, მაჰმუდ აბასი ს მიერ ოთხი მძევლის გადასარჩენად ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარებას ითხოვს.
„ნუსეირათის ბანაკზე ისრაელის თავდასხმას ასობით მოწამის სიცოცხლე ემსხვერპლა და მრავალი სხვა დაშავდა. პრეზიდენტი აბასი ჩართულია ინტენსიურ კომუნიკაციაში შესაბამის არაბულ და საერთაშორისო მხარეებთან, რათა მოიწვიოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა“, – აღნიშნულია პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ ისრაელმა ლტოლვილთა ბანაკიდან ოთხი მძევლის გათავისუფლების მიზნით ჩატარებული ოპერაციის დროს, ღაზის სექტორის ცენტრალური ნაწილი დაბომბა. ღაზას საავადმყოფოს ოფიციალური პირების თქმით, ისრაელის იერიშს 230-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის