ფინანსთა მინისტრის მოადგილე: წელსაც ძალიან მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვვარაუდობთ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით წელს “ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები დაჩქარდა” და პროგნოზირებულზე მაღალ დონეს მიაღწია. “ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადაიხედა და გაზრდილია” – თქვა მან
მიხეილ დუნდუას თქმით სამინისტრი “კონსერვატიულად, ფრთხილად” უყურებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, როდესაც საქმე საბიუჯეტო პოლიტიკას ეხება. “6-7% ოპტიმისტური მაჩვენებელი არის ის მიდგომა, რა მიდგომაზეც შეიძლება იყოს დაფუძნებული საბიუჯეტო პროცესი, თუმცა არ გამოირიცხება ის, რომ უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდეს და წელსაც ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, როგორც ეს წინა წლებში იყო“, – თქვა მან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ