ირმა ხეცურიანი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი ელჩია

პარამოფარიკავე, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის ორგზის ოქროს მედალოსანი, მსოფლიო თასის 22 ოქროს მედლის მფლობელი ირმა ხეცურიანი გაეროს ბავშვთა ფონდმა ელჩებს შორის წარადგინა.
იუნისეფის ელჩებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ბავშვთა უფლებების ადვოკატირების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
“ჩემთვის დიდი პატივი და ასევე, დიდი პასუხისმგებლობაა ამ სტატუსის ტარება. როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩისთვის, ასევე პარასპორტსმენისთვის მნიშვნელოვანია ყველა აქტივობა, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვას ეხება.
ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. მე მზად ვარ, თქვენთან ერთად ვიზრუნო ჩვენი ბავშვების მომავალზე,”- განაცხადა ირმა ხეცურიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული