მონტენეგროსა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგურ მატჩი დღეს გაიმართება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიის საწვრთნელი შეკრების დასრულების შემდეგ 8 ივნისს მონტენეგროში გაემგზავრა, სადაც დღეს, 9 ივნისს ამხანაგურ მატჩს გამართავს.
მონტენეგროსა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველი არხის ეთერით გადაიცემა.