ჩინეთს ოკუპირებულ ცხინვალში ავტომობილების ასაწყობი ქარხნის გახსნა სურს და კვაისის საბადოები აინტერესებს – ТАСС

ჩინეთს ოკუპირებულ ცხინვალში ავტომობილების ასაწყობი ქარხნის გახსნა და კვაისის ტყვია-თუთიის საბადოები აინტერესებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ТАСС ავრცელებს. რუსული მედია წერს, რომ ჩინეთის დელეგაცია ოკუპირებულ ცხინვალში გასულ თვეებში 2-ჯერ იყო ჩასული.
„მაისში ჩვენთან ჩამოვიდა ორი დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდა. ერთი დელეგაცია დაინტერესებული იყო კვაისის ტყვია-თუთიის საბადოთი, მეორე ჩამოვიდა შემოთავაზებით, რომ ჩვენთან, სამხრეთ ოსეთში გაეხსნათ ქარხანა ჩინური ავტომობილების ასაწყობად,” – ამის შესახებ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრემიერმინისტრმა, კონსტანტინე ჯუსოევმა განაცხადა
მისი თქმით, მათი დელეგაცია ჩინეთში ჩასვლას ამ წლის ოქტომბერში აპირებს და მოლაპარაკებები უფრო დაწვრილებით გაგრძელდება.
„ავტომობილის მარკაზე ჯერ კიდევ არ შევთანხმებულვართ, თუმცა ჩვენი დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მონახულებას ოქტომბერში აპირებს, საუბარი გაგრძელდება და უფრო დაწვრილებით მოვილაპარაკებთ,” – განაცხადა ჯუსოევმა.
ჯუსოევი ТАССთან აცხადებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალს ესტუმრა ირანის დელეგაციაც, რომელთანაც თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს.
„ამას გარდა, ჩვენთან ჩამოსული იყო დელეგაცია ირანიდან, რომელთანაც ასევე გავაფორმეთ შეთანხმება თანამშრომლობაზე. სამხრეთ ოსეთის დელეგაცია, თავის მხრივ, ასევე აპირებს ირანის ისლამური რესპუბლიკის მონახულებას. პროცესში ჩვენ გავაფართოებთ საერთაშორისო თანამშრომლობამ,” – განაცხადა ჯუსოევმა.