რა “ღირს” პრემიერთან მეგობრობა და რატომ 1 კვ.მ. 9 000 ლარი? – მშენებლობის ნებართვა ისტორიულ უბანში ძმაკაცისთვის – მედია

ტვ პირველი ინფორმაციით, მთაწმინდაზე, ტარიელის ქუჩაზე რამდენიმე კერძო სახლის ადგილას 3785 კვადრატულ ტერიტორიაზე ახლა კორპუსს, ს ნათესავი, მეგობარი და ცნობილი ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე აშენებს, თუმცა ჩხაიძემ ამ ობიექტის მშენებლობის ნებართვა მხოლოდ მას შემდეგ მოიპოვა, რაც ღარიბაშვილი მეორე წრეზე პრემიერად დაბრუნდა, მანამდე მერია იგივე ბიზნესმენს იგივე ადგილზე კორპუსის აშენების უფლებას არ აძლევდა.
კორპუსი, რომლის აშენებაზეც ირაკლი ღარიბაშვილის მეგობარს რამდენიმე წლის წინ უარი უთხრეს, 15 მეტრის სიმაღლის იყო. 2021 წლის სექტემბერში, როდესაც გახარიას პოსტიდან დემარშით წასვლის შემდეგ მთავრობის მეთაურის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა, ზურაბ ჩხაიძემ მერიაში ახალ პროექტი წარადგენინა, კორპუსის სიმაღლე ამჯერად გაიზარდა და 18 მეტრია, საბჭოს ორი წევრი, თამარ ამაშუკელი და თათია ღვინერია ისევ წინააღმდეგები იყვნენ, თუმცა პროექტი ამჯერად დამტკიცდა.
პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობარი, ბინას ამ კორპუსში ამ ფასად ყიდის – ერთი კვადრატული მეტრი – 9000 ლარი – ეს მინიმალური ფასია.
მედიასთან ოპოზიცია ეჭვობს, რომ თბილისზე გასაოცარი ხედების მქონე რეზიდენციაში, ერთი ერთ აპარტამენტი პრემიერისთვის მზადება.
კორპუსი ერთადერთი ობიექტი არ არის რომელსაც მამა დავითის ტაძრის ძირში აშენდა, თბილისის ისტორიულ უბანში პრემიერის მეგობარი ბიზნესმენი სასახლეს იშენებს. ზურაბ ჩხაიძეს 1438 კვადრატულ მიწაზე 16 მეტრი სიმაღლის 110 კვადრატული მეტრი ფართის მდიდრული რეზიდენცია ექნება. ირკვევა, რომ ყველაზე მეტი ზურაბ ჩხაიძემ ამ სახლისთვის იბრძოლა. პრემიერის მეგობარი 3 სართულიანი სახლის ნაცვლად 4 სართულიანი შენობის აშენების ნებართვას ითხოვდა. კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წევრი შაბათის ეთერს უყვება, რომ ჩხაიძემ პოზიციები დიდი წინააღმდეგობის გამო დათმო.
ტვ პირველის ინფორმაციით, პირველ ლედისთან მეგობრობს ბიზნესმენის მეუღლეც. ბიზნესმენი ქართული ოცნების ყველაზე მსხვილი შემომწირველია. ჩხაიძემ კომპანია კახური ტრადიციული მეღვინეობის სახელით, მმართველ პარტიას 240 ათასი ლარი შესწირა. ოცნების ანგარიშზე პირადად 180 ათასი გადარიცხა. 140 ათასი ლარი კი ხელისუფლებას ჩხაიძის ბიზნესპარტნიორებმა გადაურიცხეს.

ასევე დაგაინტერესებთ