,,აღარავის გაეღიმება, როცა ისინი ამერიკის ხაზინის სანქციების სუბიექტი გახდებიან” – ბრაუდერი

ბაგნიტსკის აქტის ავტორმა, ბილ ბრაუდერმა გადაცემაში გლობალური პოლიტიკა განაცხადა, რომ აღარავის გაეღიმება, როცა ისინი ამერიკის ხაზინის სანქციების სუბიექტი გახდებიან.
,,მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ რეალურად არავის ეცინება – ისინი უბრალოდ ცდილობენ, რომ ასე თავი მოგვაჩვენონ. მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი, ამერიკა კიდევ უფრო შორს წავა, შეუძლია გაყინოს აქტივები და დამერწმუნეთ, რომ აღარავის გაეღიმება, როცა ისინი გახდებიან სუბიექტი ამერიკის ხაზინის სანქციებისა და მათი აქტივები გაიყინება მთელ მსოფლიოში”- აღნიშნა
ბილ ბრაუდერმა.