მაშინ მობილურები არ იყო და იმ დროის ელენე ხოშტარიები ალბათ დეპეშით უპატაკებდნენ მოსკოვს

უნივერსიტეტში ლექტორის მიმართ ობსტრუქციის ორგანიზება ბოლშევიკური ტერორის ნაცადი იარაღი იყო, მაშინ მობილურები არ იყო და ალბათ, იმ დროის ელენე ხოშტარიები დეპეშით უპატაკებდნენ მოსკოვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ლექციის დროს უნივერსიტეტთან გამართული აქციის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთი წევრი ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძეს ინფორმაციას აწვდის.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ზოგს თავისუფლება წითელ ტერორში ერევა.
„უნივერსიტეტში ლექტორის მიმართ ობსტრუქციის ორგანიზება ბოლშევიკური ტერორის ერთ-ერთი ნაცადი იარაღი იყო. მაშინ მობილურები არ იყო და იმ დროის ელენე ხოშტარიები, ალბათ, დეპეშით უპატაკებდნენ მოსკოვს ზუსტად იმავე ტექსტით.
არ დაგვავიწყდეს, რომ შარშან შემთხვევით ცნობილი გახდა, რომ „დროას“, ყალბი ენჯეო-სქემის გამოყენებით, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ (EED) ევროკავშირის ბიუჯეტიდან აფინანსებს, ისევე, როგორც „სირცხვილიას“ და ძალადობის სხვა პროპაგანდისტებს. როგორც ჩანს, ზოგს თავისუფლება წითელ ტერორში ერევა ან სულაც არ ერევა და ზუსტად იცის, რასაც აფინანსებს“, – წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ