შალვა პაპუაშვილი – უნივერსიტეტში ლექტორის მიმართ ობსტრუქციის ორგანიზება ბოლშევიკური ტერორის იარაღი იყო, მაშინ მობილურები არ იყო და იმ დროის ელენე ხოშტარიები მოსკოვს, ალბათ, დეპეშით უპატაკებდნენ – ზოგს თავისუფლება წითელ ტერორში ერევა

უნივერსიტეტში ლექტორის მიმართ ობსტრუქციის ორგანიზება ბოლშევიკური ტერორის ნაცადი იარაღი იყო, მაშინ მობილურები არ იყო და ალბათ, იმ დროის ელენე ხოშტარიები დეპეშით უპატაკებდნენ მოსკოვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ლექციის დროს უნივერსიტეტთან გამართული აქციის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთი წევრი ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძეს ინფორმაციას აწვდის.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ზოგს თავისუფლება წითელ ტერორში ერევა.
„უნივერსიტეტში ლექტორის მიმართ ობსტრუქციის ორგანიზება ბოლშევიკური ტერორის ერთ-ერთი ნაცადი იარაღი იყო. მაშინ მობილურები არ იყო და იმ დროის ელენე ხოშტარიები, ალბათ, დეპეშით უპატაკებდნენ მოსკოვს ზუსტად იმავე ტექსტით.
არ დაგვავიწყდეს, რომ შარშან შემთხვევით ცნობილი გახდა, რომ „დროას“, ყალბი ენჯეო-სქემის გამოყენებით, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ (EED) ევროკავშირის ბიუჯეტიდან აფინანსებს, ისევე, როგორც „სირცხვილიას“ და ძალადობის სხვა პროპაგანდისტებს. როგორც ჩანს, ზოგს თავისუფლება წითელ ტერორში ერევა ან სულაც არ ერევა და ზუსტად იცის, რასაც აფინანსებს“, – წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია