ისრაელის არმია აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ოთხი მძევალი გაათვისუფლა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ოთხი მძევალი გათავისუფლდა. ყველა მათგანი პალესტინური დაჯგუფება ჰამასის მძევლობაში იმყოფებოდა, -სა და ევროკავშირში ტერორისტულად აღიარებული დაჯგუფების მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს Supernov-ის მუსიკალურ ფესტივალზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ.
მძევლობიდან გათავისუფლდნენ 25 წლის ნოა ორგანამი, 21 წლის ალმოგ მეირ-იანი, 40 წლის შლომი ზივი და 27 წლის ანდრეი კოზლოვი, რომელსაც სა და ს მოქალაქეობა აქვს. გათავისუფლებული მძევლების მდგომარეობა კარგია, მაგრამ შემდგომი სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად ოთხივე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ისრაელის მედია, სოციალურ ქსელში, გათავისუფლების შემდეგ არაგამანის მამასთან შეხვედრის ვიდეოს აქვეყნებს.
ნოა არაგამანის გატაცება ვიდეოზე მოხვდა: ის თავის მეგობარ ავინატა ნომერთან ერთად ბუჩქებში იმალებოდა. წაიყვანეს მოტოციკლით წაიყვანეს, მისი მეგობარიც დაიჭრეს და აიძულეს, რომ ზურგს უკან შეკრული ხელებით გაჰყოლოდა თავდამსხმელებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის სამხედროებმა ერთდროულად განახორციელეს ორი რეიდი ჰამასის ობიექტებზე ნუსეირატეში, სადაც მძევლები იმყოფებოდნენ. ოპერაციის დროს, საჰაერო დარტყმები განხორციელდა დაჯგუფების ობიექტებზე. ღაზის სექტორში ჰამასის მიერ კონტროლირებადმა ჯანდაცვის სამინისტრომ 50-ზე მეტი ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა.
· 2023 წლის 7 ოქტომბერს, ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდანაც შეიჭრნენ.
· ისრაელის მონაცემებით, 7 ოქტომბრის თავდასხმისას 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი კი ჰამასის მძევლობაში აღმოჩნდა.
· ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში მასშტაბური ოპერაცია დაიწყო.
· 2023 წელს, დროებითი ზავის პერიოდში, ჰამასის მძევლობიდან გაათავისუფლეს 100-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის მთავრობის მონაცემებით, ტყვეობაში რჩება 120-ზე მეტი. მათგან 41 დაღუპულადაა მიჩნეული.
· ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების შედეგად 2023 წლის 7 ოქტომბრიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით დაიღუპა 36 000-ზე მეტი პალესტინელი. ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის