ბენიამინ ნეთანიაჰუ – უკან არ დავიხევთ, სანამ მისიას არ შევასრულებთ და ყველა მძევალს, როგორც ცოცხალს, ისე გარდაცვლილს, სახლში არ დავაბრუნებთ

ბენიამინ ნეთანიაჰუ უსაფრთხოების ძალების მიერ ღაზაში მძევლების გადასარჩენად ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას მიესალმება.
„თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ტერორიზმის წინაშე არ ნებდება და მძევლების სახლში დასაბრუნებლად კრეატიულობითა და სიმამაცით მოქმედებს, რომელსაც საზღვრები არ აქვს. ჩვენ ამას მომავალშიც გავაკეთებთ. უკან არ დავიხევთ, სანამ მისიას არ შევასრულებთ და ყველა მძევალს, როგორც ცოცხალს, ისე გარდაცვლილს, სახლში არ დავაბრუნებთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, დღეს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ ტყვეობიდან 4 მძევალი იხსნეს.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ