ნიკოლოზ სამხარაძემ სინგაპურისა და მალაიზიის კვლევით ცენტრებში სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით მალაიზიასა და სინგაპურში იმყოფებოდა, სადაც წამყვან კვლევით ორგანიზაციებში, სამხრეთ კავკასიის რეგიონის შესახებ მისი მოხსენების მოსმენა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძე სინგაპურის საერთაშორისო სწავლებების სკოლისა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელებს და მკვლევარებს ეწვია. ასევე გამართა საჯარო ლექცია მალაიის უნივერსიტეტის ევროპა-აზიის ინსტიტუტში.
მათივე ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე, ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე და არაღიარების პოლიტიკაზე ისაუბრა და ხაზი შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს გაუსვა.
განხილვის თემებს ს აგრესიული ქმედებები საქართველოში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების უსაფრთხოების გამოწვევები და დიდი სახელმწიფოების გავლენები წარმოადგენდა, აგრეთვე სავაჭრო მარშრუტების უსაფრთხოების საკითხები.