თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად იმუშავებს უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს

თბილისში 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.
უწყებათაშორისი კომისიის პირველ სხდომაზე განიხილეს პოტენციური ლოკაციები სტადიონის ასაშენებლად, აგრეთვე მშენებლობასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო და ლოგისტიკური საკითხები. კომისიის წევრებმა ისაუბრეს სტადიონის ადაპტირების შესაძლებლობებზე სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირების ჩასატარებლად.
შეხვედრაზე დეტალურად იმსჯელეს იმ სპეციფიკურ მოთხოვნებზე, რომლებსაც ახალი სტადიონი საერთაშორისო, მაღალი რანგის მატჩების მასპინძლობისთვის უნდა აკმაყოფილებდეს.
მთავრობის მეთაურმა ინფორმაცია ამ საკითხზე ფეხბურთისა და რაგბის ფედერაციების პრეზიდენტებისგან მოისმინა.
სხდომაზე ასევე განიხილეს პროცესში უეფას წარმომადგენლების ჩართვის ინიციატივა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში ქვეყანას სპორტის არაერთ სახეობაში განსაკუთრებული მიღწევები აქვს, მსგავსი მასშტაბური პროექტის განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ახალი სტადიონი ქვეყანას მისცემს 2028 წლის „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანისა და სხვა უმაღლესი რანგის ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს