ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის არჩევნებში ხმა მისცა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის არჩევნებში ხმა მისცა.
„მოვალეობა შესრულებულია. ახლახან 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში ხმა მივეცი. გამოიყენეთ თქვენი ხმა, თორემ თქვენს ნაცვლად სხვები გადაწყვეტენ“, – წერს რობერტა მეცოლა X-ზე.
მალტის გარდა დღეს ევროპარლამენტის არჩევნები ლატვიაში, იტალიასა და სლოვაკეთშიც მიმდინარეობს, სადაც პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ არჩევანი საავადმყოფოდან გააკეთა.
„ჩვენ ხმა ევროპელ დეპუტატებს უნდა მივცეთ, რომლებიც მხარს სამშვიდობო ინიციატივებს დაუჭერენ და არა ომის გაგრძელებას“, – წერს ს პრემიერ-მინისტრი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, რობერტ ფიცომ, რომელსაც 15 მაისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, პირველი ვიდეო მიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ივნისის ბოლოდან ან ივლისის დასაწყისიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.