იოავ გალანტი – თავდაცვის ძალებმა, უსაფრთხოების სააგენტომ და სპეცრაზმმა „ჰამასის“ ოთხი მძევლის გადასარჩენად რთული და გმირული ოპერაცია ჩაატარეს

თავდაცვის ძალებმა, უსაფრთხოების სააგენტომ და სპეცრაზმმა „ჰამასის“ ოთხი მძევლის გადასარჩენად რთული და გმირული ოპერაცია ჩაატარეს, – ამის შესახებ ს თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
„ნოა, ალმოგ, ანდრეი და შლომი – გვიხარია, რომ სახლში ხართ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ისრაელის უსაფრთხოების სააგენტომ და სპეცრაზმმა ღაზაში „ჰამასის“ მიერ დაკავებული ოთხი მძევლის გადასარჩენად და სახლში, ისრაელში მათ დასაბრუნებლად რთული და გმირული ოპერაცია ჩაატარეს. ჩვენ ბრძოლას იქამდე გავაგრძელებთ, სანამ 120 მძევალი სახლში არ დაბრუნდება“, – განაცხადა იოავ გალანტმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ ტყვეობიდან 4 მძევალი იხსნეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის