აშშ-ის მაღალჩინოსანი ო’ბრაიენი ერევანს ეწვევა აშშ-სომხეთის სტრატეგიული დიალოგის განსახილველად

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს (ჯიმ) ო’ბრაიენი იუწყება, რომ 12-14 ივნისს ერევანს ეწვევა.
ამერიკელი მაღალჩინოსანი პლატფორმა X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) წერს, რომ სომხეთში ჩადის, რათა გაუძღვეს -სომხეთის სტრატეგიულ დიალოგს.
ჯიმ ო’ბრაიენი იუწყება, რომ შეხვდება სომხეთის მაღალი თანამდებობის პირებს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, რათა განიხილოს „მნიშვნელოვანი პროგრესი ორმხრივ ურთიერთობებში და აშშ-ის მხარდაჭერა სომხეთისადმი“.
ო’ბრაიენი სამხრეთ კავკასიის რეგიონში წინა თვეში, მაისში იმყოფებოდა – იგი თბილისს ეწვია და მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა, – მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ს.
ო’ბრაიენის ვიზიტის პარალელურად, თეთრმა სახლმაც განაცხადა: „კანონის საბოლოოდ დამტკიცება გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავხედოთ საქართველოსთან ურთიერთობებს“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია