ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას -ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი მომავალ კვირას ეგვიპტეს, ისრაელს, იორსა და კატარს ეწვევა და ოფიციალურ პირებთან ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას განიხილავს.
„მდივანი განიხილავს, თუ რა სარგებელს მოუტანს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება ისრაელელებსა და პალესტინელებს. ის ხაზს გაუსვამს იმას, რომ ეს ღაზაში ტანჯვას შეამსუბუქებს, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას გაზრდის და პალესტინელებს საკუთარ რაიონებში დაბრუნების საშუალებას მისცემს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის შემდეგ ეს რეგიონში ს მერვე ვიზიტი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ