ვის, როდის და როგორ შეუძლია ბანკის სესხის უკან დაბრუნება

პირველი ივლისიდან საქართველოს მოქალაქეებს უფლება ექნებათ, დისტანციურად თუ ფილიალში დადებული სასესხო ხელშეკრულება გააუქმონ.
ეს ცვლილება ეროვნულმა ბანკმა მომხმარებელთა უფლებების გასაუმჯობესებლად მიიღო, სტანდარტების ამაღლებას ევროკავშირთან დადებული ასოცირების შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებდა.
რადიო თავისუფლების სტატიაში განხილულია ვის, როდის და როგორ შეუძლია ბანკის სესხის უკან დაბრუნება.
რა ტიპის სესხის გაუქმება შეიძლება და რა ტიპის არა?
ნებისმიერის, იპოთეკური, ფინანსური გირავნობით ან წილებით უზრუნველყოფილი სესხების და ანაბრების გარდა.
პირველი ნაბიჯი – თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ აღებული სესხი აღარ გჭირდებათ და უკან აბრუნებთ. გახსენებთ, ამისთვის 14 დღე გაქვთ, ეს მნიშვნელოვანია. ამ ვადის გასვლის შემდეგ რომც გადაიფიქროთ სესხის აღება, ხელშეკრულების გაუქმებას ვეღარ შეძლებთ.
მეორე ნაბიჯი – უარი სესხის აღებაზე განცხადებით უნდა შეატყობინოთ მსესხებელს.
მესამე ნაბიჯი – შეტყობინებიდან 30 დღე გექნებათ იმისათვის, რომ შესაძლო ხარჯები დაფაროთ. ხარჯების დაფარვის შემდეგ ხელშეკრულება გაუქმდება.
რა ხარჯი უნდა დაფაროთ და ლიმიტირებულია თუ არა სესხის თანხა ვრცლად radiotavisupleba.ge-ზე