პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს ახალი მობილიზაცია არ სჭირდება

რუსეთის ხელისუფლება ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს, – ამის შესახებ ს ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, თუ რუსეთს სურს რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს თავის მიზნებს ში, მაშინ, პუტინის თქმით, არსებული კონტინგენტი საკმარისი არ არის. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთის არმიას განსხვავებული ტაქტიკა აქვს. „ჩვენ მტერს ვაიძულებთ იმ ტერიტორიების დატოვებას, რომლებიც ჩვენს კონტროლს უნდა დაექვემდებაროს. ამ თვალსაზრისით, მობილიზება არ გვჭირდება, ამას არ ვგეგმავთ”, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერი ასევე აცხადებს, რომ 2023 წელს 300 ათასზე მეტმა ადამიანმა ხელი მოაწერა კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან, ხოლო 2024 წლის დასაწყისიდან ეს რაოდენობა 160 ათასზე მეტია.
რუსეთის ხელისუფლებამ მობილიზაცია 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადა. მაგრამ მანამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა ამტკიცებდა, რომ რუსეთში მობილიზაციის საჭიროება არ არსებობდა. მაგრამ 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს პუტინმა მობილიზაცია დასრულებულად გამოაცხადა, მაგრამ შესაბამის განკარგულებაზე ხელი არ მოუწერია.

2024 წლის მაისში ბრიტანული Financial Times-ი ვარაუდობდა, რომ ფრონტზე უპირატესობის მისაღწევად რუსეთის ხელისუფლებას ალბათ მოუწევდა სამხედრო რეკრუტირების ამჟამინდელ სტრატეგიის გადახედვა.
მოგვიანებით იგივე დაადასტურა რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობასთან დაახლოებულმა ანონიმურმა წყარომ, რომლის თანახმად, ახალი მობილიზაციის გამოცხადების გარეშე რუსეთის სარდლობა ვერ შეძლებდა ძირითადი შეტევითი ოპერაციების ჩატარებას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ