ნათია მეზვრიშვილი: ერთ რამეში ცდება „ოცნება“: თითო ნაცემ ახალგაზრდაზე 10-ჯერ მეტი ქუჩაში გამოდის და ერთი იმდენი არჩევნებზე მივა

“ახალგაზრდებზე თავდასხმა წესად აქციეს და ასეთი ხელისუფლება ამბობს, რომ ბავშვების დაცვა აღელვებს თურმე. ერთ რამეში ცდება „ოცნება“: თითო ნაცემ ახალგაზრდაზე 10-ჯერ მეტი ქუჩაში გამოდის და ერთი იმდენი არჩევნებზე მივა. ივანიშვილს ჰგონია, რომ მეთოდი, რომელიც მის მონური ფსიქოლოგიის მომსახურე პერსონალზე მუშაობს, იმუშავებს თავისუფალ ახალგაზრდებზეც. ცდებიან და ამას ნახავენ 26 ოქტომბერს.
აქვე, ასეთი თავდასხმები არ არის მხოლოდ პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა, რომელიც რეალურად აორგანიზებს ძალადობას. პასუხისმგებლები არიან საგამოძიებო ორგანოებიც უმოქმედობისთვის, რაც ახალისებს ძალადობას და მეტიც, ძალადობაში თანამონაწილეობაა.
მხარდაჭერა ყველა ახალგაზრდას, ვინც ჯერ აქციებზე ათენა ღამეები და ახლა არჩევნების დასაცავად ირაზმება,” – წერს სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი.