მოძრაობა თავისუფლებისთვის აქტივისტ ნიკო მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ცნობილია, რომ მას თავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაესხნენ, მაშინ, როცა ის ლექციიდან გამოდიოდა.
ნიკო მანაგაძე აქციის – დახვდი კობახიძეს ერთ-ერთი ორგანიზატორია.
საპროტესტო აქცია პრემიერმინისტრის წინააღმდეგ ხვალ, დილის 09:00 საათზე, თსუ-ს მეორე კორპუსთანაა ჩანიშნული.