“ბიზნესი ელოდება უარეს ხვალინდელ დღეს” – გიორგი ხიშტოვანი

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი რუსული კანონის შედეგებზე საუბრისას, მედიასთან ამბობს:
“შედეგი არის გაუფასურებული კურსი, რომელიც პირდაპირ ურტყამს საქართველოს ეკონომიკას, რადგან ამაზეა მიბმული ფასების დინამიკა ქვეყანაში და ამაზეა მიბმული ფინანსური სტაბილურობა. კრიზისი დაიწყო და როგორ გაგრძელდება დამოკიდებულია ბევრ აქტორზე, მათ შორის უპირველეს ყოვლისა საქართველოს მთავრობაზე, რომელიც სამწუხაროდ, თავის რიტორიკას კიდევ უფრო ამკაცრებს დასავლელი პარტნიორების მიმართ, ვიდრე ცდილობს ამ კრიზისიდან გამოსვლას. საქართველოს მოსახლეობას მოუწევს უპირველეს ყოვლისა და იმ ბიზნესებს იმ ფასის გადახდა, რაც ხშირად მოჰყვება ხოლმე პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას. ბიზნესი ელოდება უარეს ხვალინდელ დღეს, შესაბამისად, ზოგავს ინვესტიციებს და რეზერვებს”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!