ლევან ქარუმიძე – მრავალი წლის განმავლობაში, სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი ახდენდნენ ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევას, აშშ-ს არასოდეს დაუწესებია სანქციები „ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე წევრის წინააღმდეგ

მრავალი წლის განმავლობაში, სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი ახდენდნენ ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევას, -ს არასოდეს დაუწესებია სანქციები „ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე წევრის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ქარუმიძე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ქარუმიძის განცხადებით, სააკაშვილის ხელისუფლება მრავალი წლის განმავლობაში არღვევდა ადამიანის უფლებებს, „2011 წელს, რეჟიმმა მომიტინგეები ქუჩაშიც კი მოკლა“.
„მრავალი წლის განმავლობაში, 2012 წლამდე, სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი ახდენდნენ ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევას, მათ შორის, მასობრივ ცემას, წამებას და მკვლელობასაც კი. მაგალითად, 2011 წელს რეჟიმმა მომიტინგეები ქუჩებში მოკლა და მათი ცხედრები მაღაზიების სახურავებზე დადო. აშშ-ს არასოდეს დაუწესებია სანქციები “ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე წევრის წინააღმდეგ”, – წერს ლევან ქარუმიძე.

ასევე დაგაინტერესებთ