ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციით გამოდის

გაზეთმა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკომისია მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას გასცემდა1 ივლისამდე, როდესაც ევროკავშირის თავმჯდომარეობას როტაციით უნგრეთი ჩაიბარებს.
ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირის საბჭოს, დაიწყოს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები. ამის შესახებ თქვა ევროკომისიის წარმომადგენელმა ანა პიზონერომ.
“წევრ ქვეყნებს განახლებული ინფორმაცია მივაწოდეთ – მიგვაჩნია, რომ მ და მოლდოვამ ყველა პირობა შეასრულეს. ახლა გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების ხელშია”, – განაცხადა მან.
უკრაინისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების პირობები იყო ანტიკორუფციული რეფორმები, პოლიტიკური ლობირების შეზღუდვა, თანამდებობის პირების კუთვნილი აქტივების დეკლარირების წესები და ეროვნული უმცირესობების ენების დაცვა.
პარასკევს გაზეთმა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკომისია მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას გასცემდა 1 ივლისამდე, როდესაც ევროკავშირის თავმჯდომარე როტაციით უნგრეთი უნდა გახდეს.

უნგრეთი, რომელიც ევროკავშირში ს მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილ წევრ სახელმწიფოდ ითვლება, ბლოკავს უკრაინის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებების უმეტესობას. ბუდაპეშტი, სავარაუდოდ, ასევე დაუპირისპირდება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასაც, კერძოდ, დასავლეთ უკრაინაში უნგრული ეთნიკური უმცირესობის უფლებების კუთხით არსებული პრობლემების გამო.
უნგრეთი 2024 წლის ივლისიდან ექვსი თვის განმავლობაში, დეკემბრის ჩათვლით, იქნება ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, – როტაციის პრინციპით. საბჭოს სხდომების თავმჯდომარის მოვალეობას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეასრულებს.
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი უკრაინის მთავრობამ 2022 წლის 28 თებერვალს წარადგინა. ოთხი თვის შემდეგ, 23 ივნისს, უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
2023 წლის 14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყებას მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა შესაბამის კრიტერიუმებს მიაღწევს.
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მთავრობის ორგანიზებული კონცერტით აღნიშნეს.
მაგრამ ამ მოვლენიდან ექვსი თვის თავზე, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის” შესახებ სადავო კანონის მიღების შემდეგ, ევროკავშირი უკვე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ფიქრობს.

ასევე დაგაინტერესებთ