გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 8 ივნისს 00:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელი დიღომში ხატაეთის, შერმადინის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ნურადინ-ფრიდონის, ცამეტი ასურელი მამის, ვახუშტი ბატონიშვილის, ჰუგო ჰუბერტის, ბერტა ფონ ზუტნერის, ქუჩებზე, ჩილიპირებში.
მათივე ცნობით, 10 ივნისს 13:00-დან 15:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, მუხრანი, წილკანი, საგურამო.
„10 ივნისს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით გაითიშება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, აგატი, ქვემო არანისი, ჟინვალი, არანისი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”