მესი: “რეალი” მსოფლიოში საუკეთესო გუნდია

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ მადრიდის “რეალს” მსოფლიოს საუკეთესო კლუბი უწოდა. როგორც “ლა პულგამ” Infobae-სთან ინტერვიუში განაცხადა, “ბლანკოსი” შედეგების მიხედვით ნომერ პირველია, თუმცა თამაშის ხარისხით “მანჩესტერ სიტი” უკეთესია.
“მსოფლიოში საუკეთესო კლუბი უდავოდ მადრიდის “რეალია”, მათ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, წინა წლებშიც შესანიშნავი შედეგები დააფიქსირეს, ისევე როგორც “მანჩესტერ სიტიმ”.
მიუხედავად ამისა, პირადად მე, უპირატესობას “მანჩესტერ სიტის” თამაშის ყურებას ვამჯობინებ. ვფიქრობ, ნებისმიერი გუნდი, რომელსაც გვარდიოლა წვრთნიდა, რაღაც განსაკუთრებული აქვს.
ფეხბურთის თამაშის დონით “სიტი” პირველია, შედეგებით კი – მადრიდის “რეალი”, – განაცხადა მესიმ.