“ვუწინასწარმეტყველე და არ სჯეროდათ” – რა ვიდეოს აქვეყნებს რომან გოცირიძე

სანქციები ოფიციალურად გამოცხადდა!
ვუწინასწარმეტყველე პარლამენტში და არ სჯეროდათ. პირველი ნაწილი შესრულებულია-ამერიკაში არ უშვებენ, ახლა მეორე ნაწილის შესრულების დროც დადგა-უბნის მაღაზიაშიც არ უნდა შეუშვან, კინწისკვრით უნდა გამოყარონ იქიდან.
ჯერ სად არიან. …
შოკში ჩავარდნილი “ქართული ოცნების” თუთიყუშები დილიდანვე მოთქვამენ, ვის გაუგია, კანონის მიღების გამო სანქციები დაგვიწესონო. კანონის მიღების გამო კი არ დაუსანქცირებიხართ, არამედ ღალატის გამო. რაც შეეხება სანქციის ოფიციალურ მოტივს, ძალიან ნათლად არის ახსნილი გუშინდელ განცხადებაში: “ვუწესებთ სავიზო შეზღუდვებს ათობით ქართველ პირს. მათ შორის არიან პირები და მათი ოჯახის წევრები, ვინც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, როგორიცაა საქართველოს მთავრობის მითითებით მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შელახვა, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ძალადობრივი თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება”. ჯერ კიდევ არა აქვთ გათვითცნობიერებული თუ რა ელით ( ევროპიდანაც), თუ კვლავ გააგრძელეს ქვეყნის ღალატი და მისი რუსეთში დაბრუნების მცდელობა.
ხალხის მოთმინების ფიალასაც საზღვარი აქვს!

ასევე დაგაინტერესებთ