“აშშ-ს და ივანიშვილს შორის, ჩათვალეს, რომ ივანიშვილი უფრო საშიშია” – დავით ჭიჭინაძე

აშშ-ს და ბიძინა ივანიშვილს შორის დაიყენეს არჩევანი და ჩათვალეს, რომ ივანიშვილი უფრო საშიშია. შედეგიც დადგა. მონა პოლიტიკოსები დასანქცირდნენ! არადა, ოდნავ მაინც ვინც აზროვნებს, კი უნდა სცოდნოდა, როდესაც საკუთარი ინტერესების გამო ხალხს, ქვეყანას, მის მომავალს წირავ და მხოლოდ “ერთი კაცის” გეშინია, უფრო დიდი მონსტრი დაგიპირისპირდება და სწორედ ის “კაცი” ჩაგიყოლებს. ხოდა, ჩაიყოლა კიდეც, თუმცა ფინალამდე ჯერ კიდევ შორია… და კიდევ გავიმეორებ. აუცილებელია მონა ბიზნესმენების დასანქცირებაც. რა თქმა უნდა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. რადგან ბიზნესმენიც პოლიტიკური თანამდებობაა ჩვენში და მათ კისერზეა ხალხის ამ მდგომარეობამდე მოყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ