დენის შმიგალი – ევროკომისიამ სთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა – ახლა ველით მოლაპარაკებების დაწყებას უკვე ამ თვეში

ევროკომისიამ სთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
„ახლა ველით, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები გადადგამენ შემდგომ ნაბიჯს – გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას უკვე ამ თვეში“, – დაწერა შმიგალმა „ტელეგრამზე“.
უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიიღო. 2023 წლის ნოემბერში ევროკომისიამ კიევთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა. დეკემბერში კი ევროპული საბჭო უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას დაეთანხმა. მოლაპარაკებების დასაწყებად საჭიროა ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთხმად უნდა დაეთანხმონ, რომ უკრაინამ მიიღო ზომები ისეთი საკითხების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა კორუფცია და უმცირესობათა ენების დაცვა და სხვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – ახალაიას დაკავების მიზეზია, დღის წესრიგში არ იყოს ლილუაშვილის საქმე, რომ წლები ივანიშვილის გუნდი „დიფსთეითის“ აგენტებისგან შემდგარი ან კორუმპირებული ყოფილა, ეს არის თემის გადაფარვა – ლილუაშვილს ახლა ალბათ „ნაცად“ ასაღებენ

სუს – 4 ოქტომბრის მოვლენების ბრალდებულ ორგანიზატორებსა და ანი ნადარეიშვილის აიპი მისამართებს შორის ფიქსირდება 343 ინტერნეტსესია – ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე