სტუ-ს სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, სამშენებლო ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ სამშენებლო ფაკულტეტის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ეგიდით ფაკულტეტზე სამი სექცია მუშაობს. მათ შორის, მშენებლობა, ჰიდროინჟინერია, საგზაო.
“მშენებლობის სექციაში მონაწილეობა მიიღო ექვსმა სტუდენტმა. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ბაკალავრიატი: I ადგილი – ანი გულუა; II ადგილი – ანნა გოგალაძე; III ადგილი – ანდრია ქარელი. დოქტორანტურა: I ადგილი – ალექსანდრე ახვლედიანი; II ადგილი – სოფიო გელაშვილი.
ჰიდროინჟინერიის სექციაში მონაწილეობა მიიღო ექვსმა სტუდენტმა. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ბაკალავრიატი: I ადგილი – გიორგი კუპრაშვილი; II ადგილი – გიორგი შვანგირაძე, მარიამ ცომაია; III ადგილი – გიორგი ხარძიანი. დოქტორანტურა: I ადგილი – სანდრო კუპრაშვილი; II ადგილი – ანნა გოგალაძე; III ადგილი – ანდრია ქარელი.
საგზაო სექციაში მონაწილეობა მიიღო ექვსმა სტუდენტმა. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები,
ბაკალავრიატი: I ადგილი – სალომე კეკიშვილი; II ადგილი – ლუკა გულუა; III ადგილი – ლევან იაკობიძე. მაგისტრატურა: I ადგილი – კახა იანქოშვილი; II ადგილი – ნიკა ბეგლარიშვილი. დოქტორანტურა: I ადგილი – ლუკა კურდღელია; II ადგილი – გიორგი ხატიაშვილი; III ადგილი – ნოდარ ხორბალაძე.
სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას უნივერსიტეტის ცამეტი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 530-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს. კონფერენცია 56 სექციას მოიცავს, მათ შორის: სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავებს 4 სექცია და ნაშრომს წარადგენს 25 სტუდენტი; ენერგეტიკის ფაკულტეტზე – 8 სექცია, 67 სტუდენტი; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე – 2 სექცია, 41 სტუდენტი; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე – 6 სექცია, 62 სტუდენტი; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე – 6 სექცია, 54 სტუდენტი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე – 2 სექცია, 18 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე – 1 სექცია, 21 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე – 23 სტუდენტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე – 8 სექცია, 90 სტუდენტი; დიზაინის საერთაშორისო სკოლა – 1 სექცია, 3 სტუდენტი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე – 5 სექცია, 45 სტუდენტი; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე – 4 სექცია, 23 სტუდენტი; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – 7 სექცია, 30 სტუდენტი; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე – 1 სექცია, 21 სტუდენტი.
სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ მუშაობა 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისამდე გასტანს. გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი 14 ივნისს გაიმართება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ