ევროკომისიის წარმომადგენელი – უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ყველა ნაბიჯი შეასრულეს

წევრ ქვეყნებს მივაწოდეთ განახლებული ინფორმაცია და მიგვაჩნია, რომ მ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ყველა ნაბიჯი შეასრულეს, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანა პიზონერომ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ახლა გადაწყვეტილება წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ.
„გადაწყვეტილება ახლა წევრი ქვეყნების ხელშია, მათ უნდა მიიღონ მოლაპარაკებების ჩარჩო“, – აღნიშნა ანა პიზონერომ.
მისი განმარტებით, უკრაინისთვის მოლაპარაკებების დაწყების პირობებს წარმოადგენდა ანტიკორუფციული რეფორმები, პოლიტიკური ლობირების შეზღუდვა, თანამდებობის პირებისთვის ქონების დეკლარირების წესები და ეროვნული უმცირესობების ენების დაცვა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა დაადასტურა, რომ ევროკომისიამ უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ