წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია – Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის – წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მენეჯმენტმა წყლის მოპოვებისა და დამუშავების ძირითადი ობიექტების, წყალმომარაგების ქსელების, მომხმარებლებთან კომუნიკაციისა და კომპანიის სერვისების შესახებ ისაუბრა.
“ჯივიპის გუნდი აქტიურად განაგრძობს საოპერაციო მაჩვენებლების კიდევ უფრო გაუმჯობესებას, სამომხმარებლო სერვისების მოდერნიზაციასა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების რეაბილიტაციას. 2024 წელს ჩვენ 96%-ით შევამცირეთ წყალმომარაგების ქსელზე გარდამავალი ავარიების რაოდენობა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა გაგვეზარდა კომპანიის ეფექტურობა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 2024-2026 წლებში, წყალმომარაგების სფეროში უპრეცედენტო – 378 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რომელიც სრულად მოხმარდება მოძველებული ქსელებისა და ინფრასტრუქტურის განახლებას და გამართული ოპერირებისთვის აუცილებელი სპეცტექნიკის შეძენას“, – ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, ჯივიპის გენერალური დირექტორი.
ჯივიპის მფლობელმა, ესპანურმა კომპანია Aqualia-მ, 2023 წლის მეორე ნახევრიდან თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებაში ევროპული მიდგომებისა და სტანდარტების დანერგვა აქტიურად დაიწყო. სწორედ აღნიშნული პროცესის ნაწილია წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზების 2024 წელს დასრულებული და მიმდინარე საინვესტიციო პროექტები, კერძოდ: