პაატა მანჯგალაძე – ადრე ამბობდნენ, „სამართალი ურმით დადის, მაგრამ ყველასთან მივაო“, ახლა მეილებით დადის სანქციები და ყველას მიუვა აუცილებლად – ამერიკამ სარკისებრად უპასუხა იმ ხალხს, ვინც მტრად თვლის

ადრე ამბობდნენ, „სამართალი ურმით დადისო, მაგრამ ყველასთან მივაო“, ახლა მეილებით დადის სანქციები, ყველას მიუვა აუცილებლად და ამ ყველაფერს საკუთარ ტყავზე იგრძნობენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა.
როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, სამოგზაურო ვიზის გაუქმება მხოლოდ დასაწყისია და წინ სხვა ქმედებებიც იქნება.
„რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ დააყოვნებდა, რადგან „ქართული ოცნება“ დღესაც ამბობს, რომ ამერიკა მტერია. თუ შენს სტრატეგიულ პარტნიორს მტრად თვლი, ამას ჰქვია სარკისებრი ასახვა, ამერიკამ სარკისებრად უპასუხა იმ ხალხს, ვინც მტრად თვლის, სამოგზაურო ვიზა გაუუქმა, ეს დასაწყისია, ეს მხოლოდ ერთადერთი ქმედება არ არის, ამის იქითაც იქნება სხვა ქმედებები. მთავარია, ახლა საქართველოსგან რუსული რეჟიმის გზები გაიყაროს. სანქცირებული მთავრობა რამდენი ხანიც იქნება ხელისუფლებაში, ვერანაირ სიკეთეს მოუტანს ხალხს, ვერც ინვესტიციებს შემოიტანს, ვერც სამუშაო ადგილებს შექმნის, ანუ „ქართული ოცნება“ გამზადებულია იმისთვის, რომ უნდა წავიდეს სახლში, მისი მავნებლური ქმედებებით პარტნიორი არ დარჩა ს, ირანის გარდა.
მოდი, დაველოდოთ მოვლენებს, ადრე ამბობდნენ, „სამართალი ურმით დადისო, მაგრამ ყველასთან მივაო“, ახლა მეილებით დადის სანქციები, ყველას მიუვა აუცილებლად და ამ ყველაფერს საკუთარ ტყავზე იგრძნობენ. რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, ქვეყნისთვის კარგი არ არის. სანქცირებულ მთავრობას არავინ დაელაპარაკება, ხელს არ ჩამოართმევს… მე მაგალითად, ვამბობ, რომ ეს რეჟიმი ხალხს სიკეთეს ვერ მოუტანს და მისი დროული ჩამოშორებაა აუცილებელი.
ვინც თავისუფალ სამყაროსთან ამერიკის შეერთებულ შტატებს მტრად აცხადებს, ასეთი ქვეყნები არიან ირანი, სირია, ჩრდილოეთ კორეა და ამ გზას გაუდგა სამწუხაროდ [საქართველო]“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
კითხვაზე, თუკი დაწესებული სანქციები ქვეყნისთვის კარგი არ არის, რატომ აგზავნიდა ოპოზიცია პარტნიორებთან წერილებს და აღნიშნულში მონაწილეობა რატომ მიიღეს, მანჯგალაძე პასუხობს რომ „დამნაშავე უნდა დაისაჯოს“.
„[მონაწილეობა] მივიღეთ და ყოველთვის მივიღებთ, რადგან დამნაშავე დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ქვეყნისთვის სანქცირებული მთავრობა არ არის კარგი, 140 დღე დარჩა [არჩევნებამდე] და რაც შეიძლება, მალე გავუშვათ რეჟიმი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ინფორმაციისთვის, -მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა – შეზღუდვები დაუწესდებათ “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განმარტა, სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 36 პირს მოიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”