მთელი ოპოზიციური სპექტრი – ნაციონალური მოძრაობა და მათი განშტოებები, მზად არიან გაწირონ საკუთარი ქვეყანა, მისი უსაფრთხოება და მშვიდობა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება

მთელი ოპოზიციური სპექტრი – ნაციონალური მოძრაობა და მათი განშტოებები, მზად არიან გაწირონ საკუთარი ქვეყანა, მისი უსაფრთხოება და მშვიდობა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება
“ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი კონგრესმენ ჯო უილსონისთვის ოპოზიციის მიერ მიწერილ წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიცია საკუთარი ინტერესების გასატარებლად მზად არის ქვეყანა დააზიანოს.
„რეალურად მთელი ოპოზიციური სპექტრი – ნაციონალური მოძრაობა და მათი განშტოებები, მზად არიან გაწირონ საკუთარი ქვეყანა, მისი უსაფრთხოება და მშვიდობა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება. ამაში მათ ამერიკის შეერთებული შტატების გარკვეული ძალები უწევენ დახმარებას, რომელთა ინტერესებშიც არის არეულობის მოწყობა საქართველოში, რათა ხელისუფლებაში მოიყვანონ ის ძალა, რომელიც უსიტყვოდ შეასრულებს გლობალური ომის პარტიის დავალებას.” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერის ბრიფინგმა და ევრობიუროკრატების მიერ წამოყენებულმა პირობებმა დაგვანახა, რომ ომის საფრთხე კვლავ რეალურია, ევროპა საკუთარი რიტორიკით და პოზიციით, საქართველოს, საქართველოს მოსახლეობას მშვიდობისთვის სჯის და მშვიდობის საფასურს ახდევინებს

ბეწვის ხიდზე გავდივართ! ევროპელი ბიუროკრატი ჩინოვნიკების მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა! ჯერ ერთმანეთს უნდათ რომ დაგვაპირისპირონ, სისხლიანი სააკაშვილის რეჟიმი დააბრუნონ და მერე ომი გარდაუვალი იქნება

დღეს, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე წარსულში ვერ ვისაუბრებთ, რადგან დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე კვლავ რეალური და მზარდია, რასაც მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები ადასტურებს