რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – საჰაერო თავდაცვამ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის 28 დრონი გაანადგურა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის მორიგე სისტემებმა ყირიმში, აზოვის ზღვის თავზე, კრასნოდარის მხარეში, ბელგოროდისა და როსტოვის ოლქებში 28 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ს თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
სამინისტროს მტკიცებით, წუხელ ს რეჟიმი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით „ტერორისტულ თავდასხმებს“ ცდილობდა.
„საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანადგურეს 11 უპილოტო საფრენი აპარატი ს ნახევარკუნძულზე, 8 უპილოტო საფრენი აპარატი აზოვის ზღვის თავზე, 6 უპილოტო საფრენი აპარატი კრასნოდარის ოლქის ტერიტორიაზე, 2 უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.