უკრაინელებმა 9 ოლქში რუსების ყველა რაკეტა და 48 დრონი გაანადგურეს

რუსი ოკუპანტები წუხელ ში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს 5 ფრთოსანი რაკეტით და Shahed-131/136 ტიპის 53 დრონით დაესხნენ თავს, უკრაინელებმა ყველა რაკეტა და 48 დრონი განადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საზენიტო ბრძოლის შედეგად დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, ხერსონის, ოდესის, ხარკოვის, სა და ხმელნიცკის ოლქებში 48 უპილოტო საფრენი აპარატი და Х-101/Х-555 ტიპის 5 ფრთოსანი რაკეტა განადგურდა“, – აცხადებენ საჰაერო ძალებში.
მათივე ცნობით, რუსებმა რაკეტები სტრატეგიული ავიაციიდან – Tu-95MS ბომბდამშენებიდან ს ფედერაციის სარატოვის ოლქის საჰაერო სივრციდან გაუშვეს, ხოლო დრონები – რუსეთის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან, იესკიდან და კურსკიდან, ასევე ოკუპირებული ს ტერიტორიიდან.