ემანუელ მაკრონი – საფრანგეთი უკრაინას Mirage 2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემს

საფრანგეთი ს Mirage 2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემს და ამ თვითმფრინავებისთვის უკრაინელ პილოტებსაც თავად მოამზადებს, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად წვრთნები საფრანგეთში ჩატარდება.
„ხვალ დავიწყებთ თანამშრომლობის ახალ პროგრამას და გამოვაცხადებთ Mirage 2000 5 სერიის – ფრანგული მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, დაიცვას თავისი სახმელეთო და საჰაერო სივრცე. ხვალიდან ვიწყებთ პილოტების მომზადების პროგრამას და ამ თვითმფრინავებს წლის ბოლომდე გადავცემთ“, – აღნიშნა მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი – მთავრობის ნებართვის გარეშე ვოიაჟები კონსტიტუციის დარღვევაა, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია, თუ ჩვენი გადაწყვეტილებებით ვმოქმედებთ?