აშშ ჩინეთს მოუწოდებს მიიღოს მონაწილეობა უკრაინის სამშვიდობო სამიტში

აშშ ჩინეთს მოუწოდებს მიიღოს მონაწილეობა მიმდინარე თვეში შვეიცარიაში დანიშნულ უკრაინის სამშვიდობო სამიტში – უთხრა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჟურნალისტებს 6 ივნისს. მისი თქმით, ჩინეთი წინა სამიტებში მონაწილეობდა, და “მისი იქ ყოფნა სასარგებლო იყო. ვფიქრობთ, ეს აქაც სასარგებლო იქნება”.
პეკინი, რომელსაც ახლო კავშირები აქვს მოსკოვთან, ჯერჯერობით აცხადებს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას 15-16 ივნისს დანიშნულ სამიტში და ამბობს, რომ სიღრმისეული სამშვიდობო კონფერენციისთვის საჭიროა მასში ორივე მხარე მონაწილეობდეს.
აცხადებს, რომ სამიტზე მოწვევას დათანხმდა 100-ზე მეტი ქვეყანა. მოსკოვი თვლის, რომ ს გარეშე ეს სამიტი აზრს მოკლებული იქნება.