წულუკიანი აშშ-ის სანქციებზე: ეს არის მორიგი შეცდომა

კულტურის მინისტრი -ის მიერ ოფიციალურად დაწესებულ სავიზო შეზღუდვას “მორიგ შეცდომას” უწოდებს. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.
“შეიძლება თამამად ვთქვა, რომ ეს არის მორიგი შეცდომა. სამწუხაროდ, მათდა სამწუხაროდ, ჩვენდა სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატები უშვებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში. აქედან უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მორიგი შეცდომის შემდეგ სხვა შეცდომებიც იქნება დაშვებული. ეს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს იმ დროს, რომელიც საჭიროა ორმხრივ ურთიერთობებში, რათა დადგეს, დღე როდესაც დაიწყება ფურცლის გადაშლა, ურთიერთობების გადატვირთვა. პირველ რიგში, აშშ-ს ძალიან სჭირდება რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს”, – განაცხადა წულუკიანმა.
მილერის თქმით, სანქციების შესახებ სანქციების შესახებ ეს პირები გაფრთხილებულნი არ ყოფილან, რადგანაც სანქციები ძალაში მხოლოდ დღეს შევიდა. მაგრამ ვისაც მოქმედი ვიზა აქვთ, შესაბამისი შეტყობინებები ამის შემდგომ მიუვათ.