უკრაინას რუსეთში სამხედრო სამიზნეებზე გერმანული იარაღის გამოყენება შეუძლია – შოლცი

გერმანიის კანცლერის, ს თქმით, ს შეუძლია, დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი ს ტერიტორიიდან განხორციელებული თავდასხმებისგან თავის დასაცავად გამოიყენოს. ამის შესახებ შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
“უკრაინას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, აქვს უფლება დაიცვას თავი საკუთარ ტერიტორიაზე თავდასხმისგან, ასევე, მის ქალაქებსა და მოქალაქეებზე თავდასხმისგან. ეს ასევე ეხება ხარკოვის რაიონში მომხდარ შეტევებს, რომლებსაც რუსეთი ახორციელებს უშუალოდ რუსეთის სასაზღვრო ზონის მიმდებარე პოზიციებიდან”. – თქვა შოლცმა.
მანამდე ოლაფ შოლცი ამბობდა, რომ უკრაინისთვის გერმანული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დარტყმებისთვის გამოყენების უფლების მიცემა “ესკალაციას არ გამოიწვევდა და თავდაცვისთვის აუცილებელი იყო”.
30 მაისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ხარკოვის მახლობლად, რუსეთის ტერიტორიაზე -ის მიერ მიცემული იარაღის გამოყენების უფლება მისცა.