თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგენილია

კომპანიის ინფორმაციით, 6 ივნისს თბილისის მეტროში საბურთალოს ხაზზე მოძრაობის შეფერხება ძაბვის ვარდნამ გამოიწვია.
მათივე ცნობით, ამავე ხაზზე სადგურებმა მომსახურეობა შეაჩერეს და საჭირო გახდა მეტროსადგურ „წერეთლის“ გვირაბიდან მგზავრების გამოყვანა. კომპანიაში ამბობენ, რომ ხარვეზის გამოსწორებისა და მგზავრების გამოყვანის შემდეგ, ყველა სადგური გაიხსნა.
მეტროს საბურთალოს ხაზი 6 ივნისს, საღამოს, დაახლოებით, 19:45 საათზე გაჩერდა, რაც ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ასევე დაგაინტერესებთ