ანა ლოზოვაია: გაუსაძლისი გახდა სუნთქვა, დაიწყო პანიკა, ვიღაც ვალიდოლს ითხოვდა, ვიღაცა კარის გახსნას ცდილობდა (ვიდეო)

თბილისის მეტროსადგურის საბურთალოს ხაზი ტექნიკური პრობლემების გამო მთლიანად შეჩერებულია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განუცხადებით, ყველა მატარებელი სადგურზეა, გარდა ერთისა, რომელიც ტექნიკური ხარვეზის დროს გვირაბში აღმოჩნდა. წერეთლის სადგურთან ახლოს მდებარე მატარებლიდან მგზავრები გვირაბით გამოჰყავდათ.
მგზავრები აცხადებენ, რომ დაახლოებით 40 წუთი ვაგონებში ელოდნენ მატარებლის დაძვრას, იყო საშინელი უჰაერობა, ზოგიერთი მგზავრი კარის გაღებას ცდილობდა, იყო პანიკა.  News.ge დაუკავშირდა ერთ-ერთ მგზავრს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდებტს ანა ლოზოვაიას:
-წარმოიდგინეთ, პიკის საათის დროს როგორი ხალხმრავლობაა მეტროში. წერეთლის სადგურიდან ვაგზლის მოედნის მიმართულებით ვმგზავრობდით, როცა მოულოდნელად დაეცა ძაბვა და მატარებელმა მოძრაობა შეანელა, შემდეგ კი საერთოდ გაჩერდა. ძალიან მალე გაუსაძლისი გახდა სუნთქვა, დაიწყო პანიკა, ვიღაც ვალიდოლს ითხოვდა, ვიღაცა კარის გახსნას ცდილობდა. პანიკამ იმატა და ადამიანები კარის ძალით გახსნას ცდილობდნენ. მემანქანე კი გვაფრთხილებდა, რომ ეს ძალიან სახიფათო იყო. რაც დრო გადიოდა, პანიკა მატულობდა და უკვე თავად მემანქანე იძულებული გახდა კარი გაეღო და დაიწყო მგზავრების გამოსვლა.

– რა დრო დაგჭირდათ, ვიდრე დატოვეთ გვირაბი

– დაახლოებით 8-10 წუთი. საკმაოდ სახიფათო იყო გადაადგილება, რადგან კედლები სველდებოდა გამდინარე წყლით და ყველა ფრთხილობდა შემთხვევით დაუცველი სადენისთვის არ წამოეკრა ფეხი, ეს ძალიან მძიმე კადრები იყო!

 

ასევე დაგაინტერესებთ