“ბევრი რამ, რაც ითქვა ევროკავშირზე, ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა” – პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში მ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრაზე, დასმული კითხვების პასუხად საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა. მან წუხილი გამოთქვა სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე და განმარტა, რომ ევროკავშირი არ ერევა პარტნიორების საშინაო საქმეებში, მისი სიტყვებით მოქალაქეებმა მათ შორის ახალგაზრდებმა თავისი არჩევანი 26 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე უნდა გააკეთონ.
„ეს თქვენი, როლია თუ არ მოგწონთ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტია ან რომელიმე კონკრეტული პარლამენტის წევრი 26 ოქტომბერს თქვენი პოზიციის გამოხატვა შეგეძლებათ, მე შემიძლია გითხრათ ხმამაღლა და ნათლად, ჩვენ ევროკავშირი ვიმუშავებთ ძალიან მჭიდროდ ამ ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ ნებისმიერ ხელისუფლებასთან. ამას ვაკეთებთ ახლაც და ამასვე გავაგრძელებთ არჩევნების შემდეგ. ჩვენ შეიძლება მოგვწონს ვინმე შესაძლოა არ მოგვწონს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თუ ხალხი მივა და ხმას მისცემს. ამის შემდეგ შეიქმნება მმართველი უმრავლესობა, ეს მმართველი უმრავლესობა აირჩევს პრემიერ-მინისტრს და მინისტრთა კაბინეტს… ჩვენ არ ვერევით ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შიდა საქმეებში, იმისგან განსხვავებით რაც აქ მოგვისმენია. ვინაიდან ბევრი რამ რაც ითქვა ევროკავშირზე ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა. სამწუხაროდ ახლახან, გუშინ მოვისმინე, რომ ევროკავშირი აფინანსებს ტერორიზმს, რამდენიმე დღის წინ მოვისმინე, რომ ევროკავშირის ავიწროებს საქართველოს, იყო საბჭოთა კავშირისა და ევროკავშირის შედარება, ეს ყველაფერი მოდის საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლებისგან. არა! ეს არ არის მართალი. არა – ეს არ არის სწორი! ჩვენი ფინანასური მხარდაჭერა საქართველოსადმი უკიდურესად გამჭვირვალეა. მეტიც ჩვენ ვამაყობთ წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობით მიღწეულით“,- თქვა ჰერჩინსკიმ.
პაველ ჰერჩინსკიმ გამოხატა იმედი, რომ საქართველოში გამოთქმულ მცდარ განცხადებებს უკუშედეგი არ მოჰყვება.
“ევროკავშირის დადანაშაულება ტერორიზმის დაფინანსებაში – გთხოვთ, თუნდაც ეს ყველაფერი პოლიტიკური კამპანია იყოს, მესმის, აქ ცხოვრების თითქმის ორწლიანი გამოცდილებით რომ ყველაფერი ძალიან ემოციურია, ხალხი ისეთებს ამბობს, მაგრამ ჩემი პრობლემა ისაა, ამ რაღაცებს ისმენენ ევროპის დედაქალაქებშიც სადაც ხალხს არ ესმის ეს ვნებები და ემოციები და თავის თავს ეკითხებიან, უკაცრავად, სწორად გავიგე? ევროკავშირი აფინანსებს საქართველოში ტერორიზმს? ევროკავშირი ავიწროებს საქართველოს? და მე მხოლოდ შემიძლია იმედი ვიქონიო, რომ ეს ზიანი, ვინაიდან ნათელია, რომ ეს არის ზიანი, რომელიც მიადგა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს, ამას არ ექნება უკუშედეგი და მოვახერხებთ დისკუსიაში რაღაც საღ აზრზე დაბრუნებას, იმედია, ადრე, ვიდრე გვიან”, – თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.
ამასთან მან განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს მთავრობის მიწვევით დააკვირდება ეუთო/ოდირის დამკვირვებელთა ჯგუფი და იმედი მაქვს, რომ არჩვენებამდე რამდენიმე თვით ადრე იქნება ძლიერი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, ამასთან ევროკაშირის ფინანასურ დახმარებას გაუწევს ადგილობრივი დამკვირვებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს
“ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ არჩევნების დღეზე, არამედ ასევე საარჩვენო კამპანიაზე , რომელიც უკვე დაწყებულია, მაგრამ წულით უნდა ვთქვა, რომ რასაც ვხედავ უკიდურესად შემაშფოთებელია. ჩვენ ვხედავთ დაშინებას, ძალადობას. ძალადობრივი თავდასხმა განხორციელდა უდიდესი ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისზე, ბოდიში, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, რომელიც თავს დემოკრატიულ უწოდებს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მისი სიტყვებით თავდასხმა პოლიტიკურ ლიდერებზე სრულიად მიუღებელია.
“ჩვენი მოთხოვნა იყო ღია და თავისუფალი არჩენები, ღია და თავისუფალი საარჩვენო კამპანია . რასაც ვხედავთ ისე არ ვითარდება როგორც გვინდა რომ ვითარდებოდეს, იმედია საღი აზრი დაბრუნება და ძალადობას ადგილი ექნება”,- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
პავლე ჰერჩინსკიმ სტუდენტებს უთხრა არ იფიქრონ, რომ არჩევნებში მათი ხმა უმნიშვნელოა “თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა”, – თქვა მან.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს სხვადასხვა დროს ნათქვამი აქვთ, რომ მაგალითად “ევროპის ფონდი” აფინანსებს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს და ერევა არჩევნებში.
ასევე, საქართველოში არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გარე ფინანსური წყაროებით აფინანსებენ პოლარიზაციას, ექსტრემიზმს, ტერორიზმს.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები განსაკუთრებით გაძლიერდა “აგენტების კანონის” ხელმეორე ინიციირების შემდეგ. რასაც თავის მხრივ საქართველოს დასავლელი პარტნიორების, -ისა და ევროკავშირის კრიტიკა და მოწოდება მოჰყვა არ მიეღოთ კანონი, რომელიც დასავლურ ღირებულებებთან შეუთავსებელია.
საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს საბოლოოდ მიიღო “აგენტების კანონი”, მას შემდეგ რაც დაძლია მასზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო. კანონი ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ