ჰერჩინსკი: ვეცდებით, ზოგიერთი დაფინანსება, რომელსაც ვაძლევთ მთავრობას, არასამთავრობოებზე გადამისამართდეს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა:
მინდა, ყველა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ უარს არ ვამბობთ საქართველოზე, აქ ვრჩებით. ჩვენ გვაქვს პრობლემა ორმხრივ ურთიერთობებში, მაგრამ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს პრობლემა გადაილახება. ჩვენ ძალიან მომთმენები ვართ, ველოდებით საქართველოს. საქართველომ მიიღო კანდიდატის ქვეყნის სტატუსი, რაც იყო ისტორიული მიღწევა. თუ მეკითხებით, დაიკარგება თუ არა ზოგიერთი დაფინანსება, სხვები გადამისამართდება ან შეჩერდება, დიახ, ეს არის ზომები ვარიანტებს შორის, რასაც გადაწყვეტენ 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები. ჩვენი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ არ შემცირდება, პირიქით, ვეცდებით, ამ კანონის საპასუხოდ, ზოგიერთი დაფინანსება გადამისამრთდეს, რომელსაც ვაძლევთ საქართველოს მთავრობას, რომ გაიზარდოს ჩვენი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რომლებიც ცხადად არიან ზეწოლის ქვეშ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას