კრემლი ამბობს, რომ კიევის მხარდამჭერები საპასუხო შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან

ხუთშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც ს იარაღს აწვდიან, რათა უშუალოდ ს ტერიტორიას დაარტყან, ნამდვილად საპასაუხო შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან. ვლადიმირ პუტინმა მანამდე თქვა, რომ სამაგიეროს გადახდის მიზნით, დასავლეთის მტრების შეიარაღებაზე ფიქრობს.
ოთხშაბათს, სანკტ-პეტერბურგში, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების უფროს რედაქტორებთან საუბრისას, რუსეთის ლიდერმა თქვა, რომ მოსკოვი ფიქრობს დასავლეთის მტრებს მთელ მსოფლიოში მიაწოდოს მოქმედების დიდი რადიუსის მქონე იარაღი, იმის მსგავსი, რასაც დასავლეთი უკრაინას აძლევს.
პუტინმა თავის კომენტარებში ახსენა მოქმედების დიდი რადიუსის მქონე რაკეტები, რომელსაც უკრაინას შეერთებული შტატები და ბრიტანეთი აწვდიან და მიანიშნა, რომ შესაძლოა შეაიარაღოს ძალები, რომლებიც ამ ქვეყნების საზღვარგარეთულ ინტერესებს ებრძვიან.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა მოსკოვის გეგმებზე უფრო დაწვრილებით ისაუბრა დ ამბობს, რომ პუტინის სიტყვები რუსეთის საგარეო პოლიტიკაში „ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას“ წარმოადგენს.
თავის „ტელეგრამის არხზე მედვედევმა გამოაქვეყნა: „დაე შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ახლა იგრძნონ მესამე მხარეების მიერრუსული იარაღის პირდაპირი გამოყენება. ეს პირები ან რეგიონები შეგნებულად არ სახელდებიან, მაგრამ ისინი შეიძლება იყვნენ ნებისმიერი, ვინც „პინდოსტანს“ (-ის დამამცირებელი რუსული სიტყვა) და მის ამხანაგებს საკუთარ მტრად მიიჩნევს. მათი პოლიტიკური შეხედულებების და საერთაშორისო აღიარების მიუხედავად, შეერთებული შტატები მათი მტერია და ამიტომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან.“
მედვედევმა ისაუბრა, როგორც თვითონ უწოდა, აშშ-ის და მისი მოკავშირეების კუთვნილ „მგრძნობიარე ობიექტებზე“, რომლებიც „მესამე მხარის“ მიერ რუსული რაკეტებით დარტყმის შედეგად დაიწვება.

ასევე დაგაინტერესებთ