ჰერჩინსკი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარების ზრდას არ გამორიცხავს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი მოელის, რომ ევროკავშირი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას გაზრდის, თუმცა მისი თქმით, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ.
“მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ევროკავშირი საქართველოს არ მიატოვებს, ჩვენ აქ ვართ, იმისთვის რომ დავრჩეთ. გვაქვს პრობლემა ორმხრივ ურთიერთობაში, მაგრამ ვიმედოვნებთ რომ ამ პრობლემას დავძლევთ. ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, რაც ისტორიული მიღწევა იყო. თუ მეკითხებით იმას რომ შესაძლოა ზოგიერთი დაფინანსება დაიკარგოს ან შეჩერდეს, დიახ, ეს არის ზომები, რასაც მოიცავს დოკუმენტი და ეს უნდა გადაწყვიტოს 27 ქვეყანამ. ჩვენი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ არ დაიკლებს. პირიქით, ამ კანონის საპასუხოდ, ჩემი პროგნოზით, შესაძლოა ზოგიერთი დაფინანსება, რაც გამოყოფილი გვაქვს საქართველოს მთავრობისთვის, გადავამისამართოთ, რათა გავზარდოთ სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომელიც ნათელია, რომ უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ არიან”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მყოფმა ელჩმა კიდევ ერთხელ გააკტიკა “აგენტების კანონი” და თქვა, რომ ამ კანონს ევროინტეგრაციის პროცესზე უარყოფითი გავლენა ექნება და რეალურად დააშორებს ევროკავშირს.

ასევე დაგაინტერესებთ