“ოცნებამ” დიდი დარტყმა მიიღო საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლით” – სანაია

ჟურნალისტი, ვახო სანაია:
,,ქართულმა ოცნებამ” დიდი დარტყმა მიიღო საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლით. ავტორიტარული რეჟიმები ყოველთვის ცდილობენ, სპორტული წარმატები საკუთარ თავზე მიიწერონ. ხელისუფლებამ ეს ვერ მოახერხა, ხალხმა ეს მოვლენა საყოველთაო ზეიმად აქცია და ცალკე აღებულს არავის მისცა შესაძლებლობა, ექსკლუზიური უფლება მოეპოვებინა ამ გამარჯვებაზე. უფრო მეტიც, ასეთი მცდელობის გამო და ამ მიზნით სცენაზე ასული გულშემატკივრებმა სულ პანღურით გამოაგდეს იქიდან. ამაზე დაბოღმილმა ივანიშვილმა არც კი მიულოცა გუნდს. ახლა, ამ ვითარებაში, რეჟიმს არ აწყობს ნაკრების გამარჯვებები და ქუჩებში დაუსრულებელი ზეიმი, რადგან ასეთ დროს არ არსებობს ქოცი, ნაცი, შუაშისტი. არსებობს ერთიანი ხალხი. შემდეგ ეტაპზე გასვლა ხომ მათგან ნამდვილ კოშმარადაა აღქმული. ეს ყველაფერში იგრძნობა. დაყოფაზე ორიენტირებულ რეჟიმს აღარ უნდა ხალხის სრული ერთიანობა. ამაში საფრთხეს ხედავენ. სწორედ ნაკრებმა დაიწყო ახალი ერა დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ოლიგარქმა სცადა, ეს ზეიმი ჩაეშხამებინა ხალხისთვის.
ნაკრებმა უკვე დადო ისტორიული შედეგი. რა მოხდება ევროპის ჩემპიონატზე, არ ვიცით, მაგრამ ისინი უკვე გამარჯვებულები არიან და ხალხი ყველა შემთხვევაში მაინც ისეთივე დიდი პატივისცემით გადაუხდის მადლობას.

ასევე დაგაინტერესებთ