ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში ტერეზა რიბეირო შემაშფოთებელს უწოდებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატების გადაწყვეტილებას ჟურნალისტების — ნინი ბალანჩივაძის, სოფო გოზალიშვილის, ნატა ქაჯაიას და მაკა ჩიხლაძისთვის აკრედიტაციის შეჩერების შესახებ.
„ეს გადაწყვეტილება აფერხებს საჯარო დებატებსა და კრიტიკულ კონტროლს, რაც აუცილებელია დემოკრატიული პროცესისთვის“, — წერს რიბეირო X-ზე.
The decision by #Georgia MPs to ban journalists Nini Balanchivadze @MtavariChannel, Sopho Gozalishvili @FormulaGe, Natalia Kajaia & Maka Chikhladze @TvPirveli from @Geoparliament is concerning. It hampers public debate & critical control that are essential to democratic process. — OSCE media freedom (@OSCE_RFoM) June 6, 2024
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მოთხოვნით, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ბოლო პერიოდში პარლამენტის აკრედიტაცია შეუჩერეს „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს მაკა ჩიხლაძეს და ნატა ქაჯაიას, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძესა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სოფო გოზალიშვილს.
შალვა პაპუაშვილის ბრძანების თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია შეწყვიტოს ინტერვიუ, თუკი რესპონდენტს არ სურს კითხვებს უპასუხოს.
ბოლო დღეებში დეპუტატებმა — ნინო წილოსანმა, გურამ მაჭარაშვილმა და სოზარ სუბარმა იმ ჟურნალისტებისთვის მოითხოვეს აკრედიტაციის შეწყვეტა, რომლებმაც მათ არასასურველი კითხვები დაუსვეს.